საქართველოს პარლამენტში პროკურორის არჩევის წესის ცვლილებას განიხილავენ

17 ოქტომბერი 2022, 17:46 508 ნახვა

იურიდიულ კომიტეტზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით  ამ  წუთებში მსჯელობენ. ცვლილებები გენერალური პროკურორის არჩევის წესს შეეხება, რომლის მიხედვითაც  პროკურორის არჩევა 6 წლის ვადით და კვალიფიციური უმრავლესობით, 90 ხმით მოხდება.  თუ პროკურორი ამ ფორმით ვერ იქნა არჩეული მაშინ ის 1 წლის ვადითა და  76 ხმის  უმრავლესობით აირჩევა. მმართველი გუნდისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების ამ ფორმით დარეგისტრირება მიუღებელია, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ჩანაწერი ევროკომისიის დოკუმენტში დევს, ისინი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ- აქტიურად ჩაერთონ  განხილვის პროცესში.  ხელისუფლების ოპონენტების ნაწილს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, დაუჭერენ თუ არა მხარს გენერალური პროკურორის არჩევის წესს,მეორე ნაწილისთვის კი პროკურორის არჩევა 1 წლის ვადით მიუღებელია-შესაბამისად დოკუმენტს მათი მხარდაჭერა არ ექნება.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი