ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.
ცხინვალის ომში დაღუპულ ამირან მამალაძის სახელობის სპორტულ დარბაზში გაიმართა შეჯიბრება მკლავჭიდსა და სპორტულ ნარდში. სტუდენტებისთვის აჩვენეს ფილმი „შინდისის გმირები“.
სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით მოეწყო შეჯიბრება სთრიდბოლში. გამარჯვებულებს პრიზები და საჩუქრები გადაეცათ.
აჭარაში ამჟამად 6 ათასზე მეტი ომის ვეტერანია რეგისტრირებული.