საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი მოლდოვაში დაიწყო. დახვედრის ცერემონია კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტსა და თავის კოლეგა მაია სანდუს შორის უკევ გაიმართა პირისპირ შეხვედრა, მედიისთვის კი პრესკონფერენცია რამდენიმე წუთში გაიმართება.
დღესვე დაგეგმილია შეხვედრა მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან.
სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრემიერსაც შეხვდება.