ქობულეთის "შუქურამ" გასვლაზე "გარეჯი" დაამარცხა

16 ოქტომბერი 2022, 17:07 566 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის 22-ე ტურის შეხვედრაში ქობულეთის "შუქურა" გასვლაზე "გარეჯს" დაუპირისპირდა და 1-2 დაამარცხა.
ანგარიში  43-ე წუთზე ინგოროყვას გადაცემის შემდეგ ლექვთაძემ გახსნა და "შუქურამ" ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგო.

62-ე წუთზე ფილიპე პაიმმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მატჩის მიწურულს 89-ე წუთზე სარდალიშვილმა ბაშალეიშვილს გაატანინა და რევაზ გოცირიძის გაწვრთნილმა ქობულეთლებმა მორიგი 3 ქულა მოიპოვეს.

ამ დროისთვის ლიგა ორის გათამაშებაში "შუქურას" 47 ქულა აქვს და დამაჯერებლად 10 ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. 

მომდევნო ტურში "შუქურა" უახლოეს კონკურენტს  მარტვილის "მერანს" ესტუმრება. ეს შეხვედრა 22 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში