ომბუდსმენობის კანდიდატებზე კომისიის შეფასება ცნობილია

14 ოქტომბერი 2022, 10:20 567 ნახვა

სახალხო დამცველის კანდიდატების შემფასებელმა ჯგუფმა დასკვნა პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.  სამუშაო ჯგუფმა სახალხო დამცველობის მსურველი 19 კანდიდატი შეაფასა.  ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, რომელმაც მინიმუმ 7 კანდიდატი უნდა შეარჩიოს და პარლამენტს წარუდგინოს.

ოპოზიციის წევრების ინფორმაციით, მათ  უკვე ჰყავთ სამი გამორჩეული კანდიდატი, დანარჩენებს კი ერთიანი შეთანხმების საფუძველზე დაასახელებენ.

შერჩევის შემდეგ კანდიდატები საკომიტეტო მოსმენებს გაივლიან, ახალი სახალხო დამცველი შესარჩევად 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი