შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლთან

13 ოქტომბერი 2022, 11:19 599 ნახვა

სკოლამდელი განათლება  და საბავშვო  ბაღების  გაძლიერება  იყო  ერთ-ერთი  მთავარი თემა  აჭარის განათლების  მინისტრსა და საქართველოში გაეროს  ბავშვთა ფონდის  წარმომადგენელს შორის გამართულ  შეხვედრაზე.

ასევე იმსჯელეს იმ  პროექტებზე, რომლებიც  რეგიონში გაეროს ფონდის დახმარებით ხორციელდება. განიხილეს სამომავლო გეგმები, მათ შორისა რიგით მეორე  ‘’საერთაშორისო კონფერენცია - ადრეული განათლება და ზრუნვა’’.

საუბარი შეეხო უკრაინიდან ომს  გამოქცეული  ბავშვების  საჭიროებებს, რომლებიც ახლა აჭარის სხვადასხვა სკოლაში სწავლობენ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში