საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი რუმინეთში

12 ოქტომბერი 2022, 14:30 606 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში  ქალაქ კონსტანცაში საზღვაო პორტში იმყოფებოდა. სალომე ზურაბიშვილი პორტის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა.

შეხვედრისას ისაუბრეს რუმინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებასა და საზღვაო საბორნე გადაზიდვის ხაზების ჩამოყალიბების შესახებ.

ამჟამად საქართველოს მხოლოდ უკრაინასა და ბულგარეთთან აქვს პირდაპირი რეგულარული საბორნე გადაზიდვები, თუმცა ევროკავშირთან ლურჯი საზღვრის არსებობის პირობებში, უმნიშვნელოვანესია საბორნე გადაზიდვები დაიწყოს რუმინეთის მიმართულებითაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში