ბუქარესტში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია კოტროჩენის სასახლეში. სალომე ზურაბიშვილმა მის რუმინელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრა გამართა, შემდეგ კი ხელი მოაწერენ დოკუმენტებს - საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობების დამყარების შესახებ. უკვე გაიმართა პრესკონფერენციაც.
რუმინეთის პრეზიდენტის განცხადებით, მიესალმება სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას და შეიქმნა ისტორიული მომენტი ორმხრივ ურთიერთობებში.
რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისის განმარტებით, რუმინეთი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხარდამჭერად რჩება.
სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრსაც შეხვდება. ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი პარლამენტის დეპუტატებთან, პალატისა და სენატის თავმჯდომარეებთანაც.