„არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე - ინკლუზიური, თანასწორი, ხარისხიანი სკოლამდელი და ზოგადი განათლება ბავშვებისთვის საქართველოში“ - პროექტის ფარგლებში ქედაში საგანმანათლებლო ცენტრები შეიქმნა.
სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მომზადდა და ქედის ერთ-ერთ სკოლაში ოთახებიც გამოიყო. მიზანი სსმ ბავშვების უნარების განვითარება და პოტენციალის სრული რეალიზებაა.
პროექტს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გაეროს ბავშვთა ფონდი ახორციელებს.