შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცალკეული მომსახურების საფასური იზრდება

10 ოქტომბერი 2022, 11:47 1061 ნახვა

პარლამენტის ბიუროს დღეს ასევე წარედგინება მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის საფუძველზეც  მომსახურების სააგენტოს ცალკეული მომსახურის საფასური იზრდება.

პროექტის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად, 100 ლარი გახდება. ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად  80 ლარი, ასევე 80 ლარი ეღირება დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის აღდგენა.  

პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მომსახურებების საფასურების კორექტირება სააგენტოს შემოსავალს გაზრდის დაახლოებით 40 მლნ ლარით.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი