მოძრაობა „ხალხის ძალის“ მორიგი განცხადება და პოლიტიკური შეფასებები

10 ოქტომბერი 2022, 11:52 631 ნახვა

,,ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, ამერიკელები საქართველოში სინამდვილეში რა თანხას და რა მიზნობრიობით ხარჯავენ“ - ეს არის მთავარი კითხვა , რომლითაც  საზოგადოებრივი მოძრაობა  "ხალხის ძალა"  საქართველოში  ამერიკის ელჩს მიმართავს.  

გავრცელებული განცხადება სწორედ ქვეყნის ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მიერ საქართველოსთვის სხვადასხვა დროს გაწეულ ფინანსურ დახმარებას ეხება. ''ოცნების'' რიგებიდან გასული დეპუტატები  დიპლომატს სთხოვენ დააზუსტოს, რამდენი შეადგინა ამერიკის მიერ გასული 30 წლის განმავლობაში საქართველოში დახარჯულმა თანხამ.  

დეპუტატებს ასევე აინტერესებთ თუ რატომ დაიხარჯა საქართველოზე ორჯერ მეტი თანხა სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, ვიდრე 2012 წლის შემდეგ.

განცხადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ  ამერიკელების მიერ საქართველოში დახარჯული თანხები, სინამდვილეში, დახმარებაზე მეტად საქართველოში ამერიკული ინტერესების რეალიზებას უფრო ხმარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი