ვის რა პოზიცია აქვს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით

08 ოქტომბერი 2022, 18:06 540 ნახვა

საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა პარლამენტში დასრულდა. კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს.

თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.დღევანდელ შეხვედრაში ოპოზიციის ნაწილიც მონაწილეობდა. მათი თქმით, პროცესი არ იყო ინკლუზიური.

რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ აღნიშნული ცვლილებების განხორციელება, ჯერ კიდევ შარლ მიშელის დოკუმენტში იყო გაწერილი, ახლა კი ის ევროპული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთია და შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ ცვლილებების მხარდაჭერა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი