„ნაციონალური მოძრაობა„ აჭარის მთავრობას დაანონსებული პროექტების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. ბათუმის საკრებულოს წევრი ეკატერინე ზარია ირწმუნება, რომ ლეონიძის 15 ნომერში, დაახლოებით 22 ჰექტარზე, ”ბათუმის ცენტრალური პარკის” მოწყობა გასული წლიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა აღნიშნულ ლოკაციაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ მიმდინარეობს.
ოპოზიციის წევრები აღნიშნულ ტერიტორიაზე დაანონსებული პარკის მოწყობას ითხოვენ, ირწმუნებიან, რომ აუთვისებელ ობიექტზე ქვეწარმავლები მომრავლდა და მოსახლეობას შეუსაბამო გარემოში უწევთ ცხოვრება.
ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, უწყებიდან წერილობით გვაცნობეს, რომ ლეონიძის #15 ნომერში პარკის მოწყობის კონცეფცია შეიქმნა, შესაბამისი პროცედურებიც მიმდინარეობს, თუმცა მშენებლობის დაწყების ზუსტი თარიღი დასახელებული არ ყოფილა, როგორც განმარტავენ, ოპოზიციას ხალხი შეცდომაში შეჰყავს.