უზბეკეთის ქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა.
ქართველი ძიუდოისტი იაპონელ ჯოშირო მარუიამას შეხვდა და იპონით წააგო. მარგველაშვილი ახლა დამამშვიდებელ წრეში გადაერთვება. ვაჟა პირველი წრისგან თავისუფალი იყო. მეორე წრეში კი უკრაინელ კარო მარანდიანს გაფრთხილებებით მოუგო.
8 ოქტომბერს მედლები კაცთა 73 და ქალთა 57 კილოგრამს წონით კატეგორიაში გათამაშდება. 73 კგ.ში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ტიტულის დაცვას მე-2 წრიდან დაიწყებს, მისი მოწინააღდეგე კი შვეიცარიელ ნილს სტამპა და ტაჯიკ მუჰამადრაჰიმ სარახონოვს შორის გამარჯვებული იქნება.
ქალთა ტურნირის 57 კგ.ში ეთერ ლიპარტელიანი პირველ წრეში თავისუფალია და მეორე წრეში ჩინელ ქი საისა და სერბ მარისა პერიშიჩის შორის უმჯობესს დაელოდება.