’’საწერი საშუალებების ევოლუცია უძველესი დროიდან დღემდე’’ - ბათუმში ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში გამოფენა გაიხსნა. წარმოდგენილია სამუზეუმო ექსპონატები - როგორიცაა ხარიტონ ახვლედიანის საწერი საშუალებები პირადი კოლექციებიდან და ჩარგეიშვილის სამელნე მოწყობილებები, ასევე თანამედროვე საოფისე და საბავშვო საკანცერალიო ნივთები. რა მასალებს იყენებდნენ ადრე და როგორ განვითარდა საწერი საშუალებები უძველესი დროიდან დღემდე, ამ თემაზე ლექცია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ოთარ გოგოლიშვილმა ჩაატარა. გამოფენაზე წარმოდგენილი მასალების დათვალიერების შესაძლებლობა მსურველებს 5 დღის განმავლობაში ექნებათ.