მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, უკრაინის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სააკაშვილის საქართველოდან უკრაინაში გადაცემის შესახებ, სადაც ის უნდა დაიკითხოს დაზარალებულად. მისივე განცხადებით, უკრაინის იუსტიციის სამინისტრო აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს გადაუგზავნის, რის შემდეგაც მათი გადასაწყვეტია გადასცემენ თუ არა მოწმის სახით სააკაშვილს. „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში სააკაშვილის სიკვდილის და ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესების საფრთხეზე საუბარი უკვე ერთი წელია მიდის და ხალხსაც მოაბეზრეს თავი. მისი თქმით, ამ თემაზე განცხადებები მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია.