ენმ-ის განცხადება

06 ოქტომბერი 2022, 17:36 835 ნახვა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სოსო თოფურიძემ გამოაშკარავა „შავი ფულის“ ხარჯვა "ნაცმოძრაობის" შიგნით.კობახიძის თქმით, ახლა პარტიაში ფინანსებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს და რაც უფრო გაღრმავდება პოლარიზაცია "ნაციონალურ მოძრაობაში", უკეთესი იქნება. მისივე თქმით, პარტიაში არის პერსონალური კონფლიქტი, რომელსაც პოლიტიკური მიზეზები და კერძო ინტერესები აქვს. „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, კი პარტიისა და პარტიის თავმჯდომარის ხარჯების შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება. კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელიას შენახვა წელიწადში მილიონნახევარი უჯდება.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში