ხმაური იყო ხარაგაულში სოციალური მომსახურების სააგენტოში. ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებმა, მათ შორის ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისთვის სოციალური შემწეობის გაცემა გააპროტესტა და სააგენტოში პოლიცია გამოიძახა.
ადგილზე სიტუაცია მოქალაქეებსა და მოძრაობის წევრებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა და ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.