2024 წლიდან საქართველო ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადავა

05 ოქტომბერი 2022, 20:10 1568 ნახვა

პარლამენტმა ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.

საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა 83 დეპუტატმა.  კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციას აქვს რამდენიმე კრიტიკული კითხვა.

ეს კითხვები ეხება იმას, რატომ მოხდება 2024 წლის არჩევნების ჩატარება ამომრჩევლის 70 პროცენტში ელექტრონული ხმით და ეს რატომ არ ხდება 100 პროცენტში. ისინი ასევე დაინტერესდნენ იმითაც, რატომ არ შეიძლება საშუალება ჰქონდეთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ემიგრაციაში იმყოფებიან, ელექტრონულად მისცენ ხმა არჩევნებში.

ამ კითხვების საპასუხოდ მმართველი გუნდის ლიდერებმა განმარტეს, რომ ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ რეგისტრაცია გაიარონ და არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.

საკითხის მომხსენებელმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ არცერთ ქვეყანაში არ არის პრეცედენტი, სადაც არჩევნები ასივე პროცენტით ელექტრონული სისტემით ტარდება.

მმართველი გუნდი ამბობს, რომ ამ ცვლილებებით 2024 წლის არჩევნებზე გამოირიცხება ნებისმიერი სახის სპეკულაციებზე საუბარი და ასევე არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე საუბარი.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში