ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქედაში შეფერხებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე საუბრობს. დავით სირაბიძის თქმით, სოფელ აგოთაში, იაშა დუმბაძის საცხოვრებელთან მეწყერსაწინააღმდეგო კედლის გამაგრებითი სამუშაოები შეჩერებულია, რის გამოც ოჯახს საფრთხე ემუქრება და პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.
მერიაში განმარტავენ, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ჩაბარების ვადები დაარღვია, რის გამოც ხელშეკრულება შეუწყდა.
ინფრასტრუქტურის სამსახურში კი აცხადებენ, რომ კედლის გამაგრების სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.