პრემიერ-მინისტრის შეფასება პოლიტიკურ მოვლენებზე

04 ოქტომბერი 2022, 20:09 252 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება მიმოიხილა.

აღინიშნა, რომ მსოფლიოში არსებული რთული ვითარებისა და პესიმისტური მოლოდინების ფონზე საქართველოს უპრეცედენტოდ მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის მიერ გადადგმული ეფექტიანი და გონივრული ნაბიჯებით საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგა და 2021 წელს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 10.4% შეადგინა, 2022 წლის 8 თვის განმავლობაში კი, ეკონომიკური ზრდის 10,3% -იანი მაჩვენებელი ფიქსირდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერმა მედიასთან რამდენიმე პოლიტიკური კომენტარი გააკეთა დღის მთავარ თემებთან დაკავშირებით.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში