პარლამენტში, ევროკავშირის დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების ორწლიანი პროექტი დაიწყო.
მხარეებმა დღევანდელ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ფისკალური პოლიტიკის მონიტორინგის პროცესში პარლამენტის საბიუჯეტო ოფისებისა და დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტების მნიშვნელოვან როლზე იმსჯელეს, ასევე განიხილეს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მნიშვნელობა საქართველოში.
მიმოიხილეს ჰოლანდიასა და საქართველოში საჯარო ფინანსებზე ზედამხედველობის ცალკეული სისტემა და გამოწვევა.