დასრულდა ''საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენცია''

03 ოქტომბერი 2022, 11:27 764 ნახვა

დასრულდა „საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენცია - თანამშრომლობა მტკიცე პარტნიორობისათვის “, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით პირველად გაიმართა.   

გაიმართა თემატური პანელები,  რომლებზეც მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს  პოტენციალი ეკონომიკისა და ბიზნეს სექტორში, ასევე ციფრულ ტექნოლოგიებში საქართველოს შესაძლებლობები.

ყურადღება გამახვილდება სავაჭრო ურთიერთობებისა და ბიზნეს კონტაქტების,   სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის კავშირების გაძლიერებაზე,  საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

საპატიო კონსულის ინსტიტუტის მიზანია, წარმდგენი ქვეყნის შესახებ მიმღებ სახელმწიფოში ცნობიერების ამაღლება და მისი პოპულარიზაცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი