ქედის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პირგასამტეხლოსაგან გაათავისუფლდეს და ფინანსური დავალიანება შეუმსუბუქდეს ერთ-ერთ კომპანიას, რომელმაც პანდემიის დროს მერიის მიერ გადაცემულ ქონებაზე საქმიანობა ვერ განახორციელა და შესაბამისად მასზე დაკისრებული თანხა ვერ გადაიხადა.
სხდომაზე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ წარადგინა საპროექტო გეგმა, რომელიც წარჩინებული სტუდენტებისთვის ფინანსურ დახმარებას გულისხმობს. თუმცა ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს ქართული ოცნების დეპუტატებმა.
საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, პროექტი დასამუშავებელია.