ნატო - სამხედრო კომიტეტის შეხვედრა ბრიუსელში

18 იანვარი 2017, 00:00 1988 ნახვა

დღეს ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოდან და უკრაინიდან პარტნიორებთან შეხვედრები გაიმართება. ნატო-საქართველოს შეხვედრაზე განიხილება თავდაცვითი რეფორმის მიმდინარეობა და მიღწევები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია. ,,ნატო მიესალმება საქართველოს პროგრესს" - ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა გუშინ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრსა და მინისტრის მოადგილესთან მოლაპარაკებებისას განაცხადა. სტოლტენბერგმა საქართველოში გატარებული რეფორმები, ავღანეთის მისიაში მხარდაჭერა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია შეაფასა. ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის სამხედრო კომიტეტის შეხვედრა ტარდება. ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ნატოს სარდლობის სტრუქტურის ფუნქციონალურ შეფასებას, ალიანსის გაძლიერებული თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკასა და სტაბილურობის ინიციატივის განხორციელებას, ასევე რუსეთის საკითხს განიხილავენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი