ლიეტუვის საპარლამენტო დელეგაცია ოძისში

02 ოქტომბერი 2022, 20:02 707 ნახვა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას უცხოელი პოლიტიკოსები ეცნობიან. ამჯერად ოძისში საოკუპაციო ხაზთან ლიეტუვის საპარლამენტო დელეგაციის წევრები ჩავიდნენ.

მათ შორის იყვნენ ლიეტუვის სეიმის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრები.დელეგაციას საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია მასპინძლობდა.

ამასთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ლიეტუველ კანონმდებლებს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასა და საოკუპაციო ძალების მიერ გატარებულ ქმედებებზე მიაწოდა ინფორმაცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში