სანაკრებო შესვენების შემდეგ საქართველოს ეროვნული ლიგა 28-ე ტურის მატჩებით განახლდა. მოქმედი ჩემპიონი "დინამო" ბათუმი დღეს ბოლნისში "სიონის" დაუპირისპირდება.
ბათუმელებს ამ დროისთვის 60 ქულა აქვთ და პირველ ადგილზე იმყოფებიან, "სიონი" კი 28 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს. მიმდინარე წელს "დინამომ" და "სიონმა" 3-ჯერ ითამაშეს. ორი მატჩი გეგუჩაძის გუნდმა მოიგო, ხოლო ერთი ფრედ დასრულდა.
ეს დაპირისპირება 15:30 დაიწყება. დღესვე მეორე ადგილზე მყოფი"დინამო" თბილისი გასვლაზე ქუთაისში "ტორპედოს" ესტუმრება.