„ხალხის ძალა“ კვლავ კელი დეგნანის წინააღმდეგ

01 ოქტომბერი 2022, 17:34 585 ნახვა

"ხალხის ძალის" მორიგი წერილი, კვლავ კელი დეგნანის წინააღმდეგ. „ქართული ოცნებიდან“ წასული ე.წ. ოთხეული აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით, საქართველოსთვის ამერიკის მხრიდან იგეგმებოდა გარკვეული რაოდენობის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემა.

საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალა" ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ დიპლომატი რადიკალური ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ნაწილობრივ გაემიჯნა. წერილს გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ხალხის ძალის განცხადებას, რომ ამერიკის საელჩოსა და რადიკალური ოპოზიციის თითოეული მოქმედება სრულად არის კოორდინირებული მეორე ფრონტის გასახსნელად, სიცრუეს უწოდებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი