სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ანგარიშს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები 8 საათის განმავლობაში უსმენდნენ.
ომბუდსმენმა გასული წლის ანგარიში წარადგინა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი განიხილა.
ასევე განიხილა მის მიერ გაცემული რეკომენდაციების მდგომარეობა.