საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მაღალმა ეკონომიკურმა მონაცემებმა მოიტანა ის შედეგი, რომ მეტი შემოსავალი გაჩნდა ბიუჯეტში.
მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 7 ათას 500 დოლარს უტოლდება.
ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა მომავალი წლის ბიუჯეტზეც. თქვა, რომ 2023 წელი საკმაოდ კონსერვატიულად აქვთ დაგეგმილი. რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ფარგლებში - ამბობს პრემიერი.