ხვალ სენაკის საკრებულოს შუალედური არჩევნებია. წარმომადგენლობითი ორგანოს მაჟორიტარ წევრს სამ საარჩევნო უბანზე აირჩევენ. რეგისტრირებულია 2 კანდიდატი.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგზე დღეს ითქვა, რომ საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება.
სამივე საარჩევნო უბანზე პირველად იქნება გამოყენებული ამომრჩეველთა სინქრონიზებული ვერიფიკაციის აპარატები.
შუალედური არჩევნებს დააკვირდებიან როგორც საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, ისე ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები.