რამდენიმე საათში იწურება განაცხადის შევსების დრო სახალხო დამცველის პოზიციაზე კანდიდატების წარსადგენად. თემა ახლა პოლიტიკური ვნებათაღელვის საკითხია. ამ დროისთვის სახალხო დამცველის პოსტზე პრეტენზიას რამდენიმე ადამიანი აცხადებს - მათ შორის არის მესამე სექტორის მიერ დასახელებული სამი კანდიდატი - გიორგი ბურჯანაძე, ანა აბაშიძე და ნაზი ჯანეზაშვილი.
პოსტის დაკავების სურვილი გამოთქვეს ასევე იაგო ხვიჩიამ, ალექსანდრე კობაიძემ და მარიკა არევაძემ. თუ ვინ შეიტანს კიდევ განაცხადს სახალხო დამცველის თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტში - ეს დღის ბოლოს გაირკვევა.