ჩვენ ვგმობთ და არ ვაღიარებთ იმ ფსევდო რეფერენდუმებს, რომლებიც ტარდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში. დაუშვებელია საზღვრების ძალისმიერი შეცვლა.
აუცილებელია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში - ამ განცხადებით ტვიტერზე გამოეხმაურა ე.წ. რეფერენდუმს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.