ავტომანქანების გრძელი კოლონა და რიგები რუსეთ-საქართველოს საზღვარზე – ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტთან ისევ მოქალაქეთა დიდი ნაკადი ელოდება საზღვრის გადმოკვეთას.
რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ქვეყნიდან მასობრივი გადინება გრძელდება. სავარაუდოდ, უკვე დაიწყო მუშაობა საზღვრის რუსეთის მხარეს გაწვევის ოპერატიულმა ჯგუფმა.
მოქალაქეებს, რომლებიც სამხედრო გაწვევის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, უკან აბრუნებენ.