დეკანოზ მამალაძის წერილი

28 სექტემბერი 2022, 10:50 921 ნახვა

წერილი ციხიდან. ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან „ინტერპრესნიუსს“ წერილს უგზავნის.

როგორც დეკანოზი წერს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც ის პენიტენციურ დაწესებულებას დატოვებს, დროს მის ოჯახსა და მკურნალობას დაუთმობს. დეკანოზ გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს.

ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი