ქედის სოფლებში ახალი ნაგვის ურნები განთავსდა. მერიამ შპს ''ქედის კომუნალურ სერვის'' 38 ახალი ნაგვის ურნა იმ ობიექტებისთვის გადასცა, სადაც დაზიანებული იყო.
ნაგვის ურნები ზამთარში თოვლმა დააზიანა. ქედის 64-ვე სოფელში ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის მუნიციპალიტეტს ორი ნაგავმზიდი ემსახურება.
ახალი ურნებისთვის 29 ათას 700 ლარი დაიხარჯა.