საქართველოს საზღვართან შექმნილ ვითარებასა და რუსი მოქალაქეების შემოდინებასთან დაკავშირებით ძალოვანი უწყებების მინისტრებმა გააკეთეს განცხადებები. ისინი საფრთხეს ვერ ხედავენ.
თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ საზღვარზე მუდამ მკაცრი კონტროლია, ახლა კი კიდევ უფრო მეტად გაამკაცრეს.
შინაგან საქმეთ მინისტრის თქმით კი, საზღვარი რუსეთის 10 ათასამდე მოქალაქემ გადმოკვეთა და არა 250 ათასმა.