საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დაიწყო.
ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებით, საქართველო საამიროებთან ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით.
შეთანხმება დაფარავს რამდენიმე საკითხს: საქონლით ვაჭრობას, წარმოშობის წესებს და წარმოშობის პროცედურებს, საბაჟო ადმინისტრაციას და ვაჭრობის ხელშეწყობას, სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს, ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში, ინვესტიციას, მომსახურებით და ციფრულ ვაჭრობას.