პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის ახალ ელჩს შეხვდა

26 სექტემბერი 2022, 20:03 634 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პეტერ ფიშერს შეხვდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და გერმანიას ტრადიციულად მტკიცე და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. 

მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების მიმართულებით მიმდინარე სამუშაო პროცესზე.

ასევე, მიმოიხილეს გერმანიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი და ბერლინში პარლამენტის თავმჯდომარის დაგეგმილი ვიზიტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი