მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოაცხადა, ქვეყნის აეროპორტები და სახმელეთო საზღვრები გაივსო ქვეყნიდან წასვლის მსურველებით. მათ შორის ავტომობილების რიგი დადგა საქართველოსთან საზღვარზე.
საკითხზე შეფასებები კეთდება საქართველოში, რისკებზე საუბრობენ ოპოზიციაში და შეზღუდვების დაწესებაზე აკეთებენ აქცენტს.
უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ოპონენტებს სურთ იმ განცდის შექმნა, თითქოს საქართველო რუსეთთან თანამშრომლობს.