სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი - პარლამენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს მოქმედი სახალხო დამცველი აფასებს.
ნინო ლომჯარიას თქმით, არსებობს რისკები თუ როგორ მოხდება ახალი ნორმების პრაქტიკაში აღსრულება, ამისთვის კი აუცილებელია პროცესზე დაკვირვება, რადგან საუკეთესო რეგულაციის შემთხვევაშიც კი შესაძლოა შედეგი საბოლოოდ არ იყოს ის, რისი მიღწევაც საჭიროა, რომ აირჩიონ დამოუკიდებელი კანდიდატი.
ასევე ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე გეგმავს ომბუდსმენის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს.