ჯანდაცვის მინისტრის მოსმენა პარლამენტში 

23 სექტემბერი 2022, 20:00 652 ნახვა

პარლამენტში დღეს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მოუსმინეს.ზურაბ აზარაშვილმა სოციალური დახმარების პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, საზოგადოებრივი სამუშაოების მიზანია, შექმნას დროებითი სამუშაო ადგილები და ხელი შეუწყოს ხანგრძლივად, უმუშევართა ღია შრომის ბაზარზე ინტეგრაციას.

მინისტრის განმარტებით, პროგრამა, რომელიც 1 მარტიდან ამოქმედდა, კარგი შესაძლებლობაა სოციალურად დაუცველებისთვის. ის მათ გააქტიურებას და სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებას შეუწყობს ხელს.

პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს 61 ათასამდე ადამიანმა მიმართა. პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში სამ საათზე მეტ ხანს უსმენდნენ.

ზურაბ აზარაშვილი საკანონმდებლო ორგანოში პარტია "საქართველომ" და დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ დაიბარეს.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში