ქალი დეპუტატების სოლიდარობა თეა წულუკიანს

23 სექტემბერი 2022, 14:34 1038 ნახვა

პარლამენტის წევრები თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და ანა ბუჩუკური ერთობლივ განცხადებას აკეთებენ და  სოლიდარობას უცხადებენ კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანს მის მიერ გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთებული განცხადების გამო.

ხათუნა სამნიძის თქმით, თეა წულუკიანი საჯაროდ არ საუბრობს მოძალადეებზე. აღნიშნა რომ  თეა წულუკიანს უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ძალადობის ფაქტებზე საჯაროდ საუბრისას ქალი პოლიტიკოსები მას გვერდით დაუდგებიან.

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა: ციტატა  „სპორტის ქალ მინისტრს მაქვს ბევრი პრობლემა ფედერაციებთან, ვიღაცას აქვს განცდა, რომ შეიძლება, ფული როგორც უნდა ისე გამოიყენოს, ვინმე თუ შეეწინააღმდეგება, მასზე გაიწიოს, მაგრამ არ გავიწევი“ - განაცხადა წულუკიანმა.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში