თეა წულუკიანმა გამოსვლისას თქვა, რომ 2025 წლისთვის საქართველოს სპორტის ახალი უნივერსიტეტი ექნება. ასევე თბილისში, კერძოდ დიღომში, ყინულის მოედანი აშენდება. განმარტა ისიც, თუ რა თანხა დაიხარჯა ევრო ბასკეტზე. მისი თქმით, სახელმწიფომ საორგანიზაციოდ 7 მილიონი ლარი გამოყო, ისაუბრა ფედერაციებზეც.
თეა წულუკიანი გელათის რესტავრაციისას წარმოქმნილ პრობლემებსაც შეეხო და განაცხადა, რომ გასულ წლებში გელათის ტაძარი კრამიტით გადახურეს, რომელიც ტყდებოდა და წყალს ატარებდა. ასევე, კულტურის მინისტრმა თეატრის თანამშრომლებთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციების აუცილებლობაზეც ისაუბრა.
განისაზღვრება სახელმწიფო თეატრების დაფინანსების სისტემის საფუძვლები, რომლებიც მისივე განცხადებით ამ ეტაპზე არ არსებობს და არ არის რეგულირებული. საუბარია იმასთან დაკავშირებით თუ რომელი თეატრი რა თვალსაზრისით იღებს განსხვავებულ დაფინანსებას.