თეა წულუკიანს დღეს პარლამენტში ელოდებიან 

22 სექტემბერი 2022, 11:40 384 ნახვა

თეა წულუკიანს ელოდებიან დღეს პარლამენტში.  კულტურის მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში "მინისტრის საათის" ფორმატში მიდის. მოხსენების შემდეგ წულუკიანი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს. 

კანონმდებლები ინტერესდებიან როგორ მიმდინარეობს სახელოვნო განათლების რეფორმა, ასევე როგორ წარმოუდგენია მინისტრს ახალგაზრდობის პოლიტიკის შემდგომი განვითარება.

კითხვები ასევე შეეხება გელათის საკითხს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში