გალიფ ოზთურქის საქმე-წინა სასამართლო სხდომა

21 სექტემბერი 2022, 19:30 770 ნახვა

გალიფ ოზთურქი პატიმრობაში რჩება, საქმე კი სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა. დაცვის მხარე პატიმრობის შეცვლას გირაოთი ითხოვდა. პროკურორი კი იმ საფრთხეებზე საუბრობდა, რაც მისი მოსაზრებით  ბიზნესმენის თავისუფლებაში ყოფნის შემთვევაში არსებობდა. მოსამართლემ ლევან ჭილაიამ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ახალი გარემოება ვერ დაინახა, რაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი გახდებოდა.თურქი ბიზნესმენის  საქმეზე მოსამართლემ დღეს ადვოკატების არც ის  შუამდგომლობები დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც დაცვის მხარე ოზთურქის დაკავების, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმების  და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებლობას ითხოვდა.მოსამართლის განმარტებით, სადავო დოკუმენტები ფორმალურად შედგენილი არის კანონის სრული  დაცვით და მისი მოპოვების ეტაპზე დარღვევას არ ჰქონია  ადგილი. სასამართლომ დაცვისა და ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება დასაშვებაც ცნო.თავად ბრალდებული, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. გალიფ ოზთურქის  განცხადებით,ექსპერტიზითაც დასტურდება რომ ის არცერთი ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელი არ იყო. დღეს ადვოკატებმა როგორც განმარტეს, მათი დაცვისქვეშ მყოფს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და მას დანიშნული ჰქონდა ისეთი მედიკამენტები, რომელიც შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. „ოზთურქის საქმეზე“ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური დანაშაულის მუხლებით დაიწყო, თუმცა მას ბრალი მხოლოდ ნარკოდანაშაულზე აქვს წარდგენილი. გამოძიება თურქ ბიზნესმენს დიდი ოდენობით  ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვა, მოხმარებას ედავება. საქმის არსებითად განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 28 სექტემბერს დაიწყება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში