მარინა კალიურადნი ქართველ პოლიტიკოსებს ურჩევს და სთხოვს ესტონელი კოლეგების გამოცდილება გაიზიარონ, რომლებმაც პარტიული ინტერესი გადადეს და მიზნად დაისახეს ესტონელი ხალხის დიდი ინტერესი, შეერთებოდნენ ნატო-სა და ევროკავშირს. ევროპარლამენტარის შეფასებით, ჯერ რთულია იმის თქმა, არსებობს თუ არა მზაობა ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. ევროპარლამენტარების ორდღიანი ვიზიტი საქართველოს პარლამენტში დასრულდა.