საპარლამენტო ოპოზიციის და დამოუკიდებელი დეპუტატები ერთობლივი განცხადება

21 სექტემბერი 2022, 14:35 509 ნახვა

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ხელისუფლებას 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით „ბაზისურ მიდგომებს“ სთავაზობენ.  განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებას სთავაზობენ არა ყველა პროექტს, რომელიც მათ სამუშაო ფორმატში შეიმუშავეს, არამედ იმ ბაზისურ მიდგომებს, რომლებიც შეჯერებულია არასამთავრობო სექტორის ხედვებთან და რეალისტურია დარჩენილ მოკლე ვადაში შესასრულებლად. საუბარია სასამართლოს თავისუფლებაზე, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე, მედიასაშუალებების მიმართ მიმდინარე გამოძიებების და სასამართლო პროცესების შეწყვეტაზე და ალტერნატიული წინადადების წარდგენაზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი