გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ის სენტ ლუსიას საგარეო, საერთაშორისო ვაჭრობისა და დიასპორის მინისტრს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას. ასევე, ილია დარჩიაშვილმა და პერუს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლათინური ამერიკის ქვეყნებთან საქართველოს წარმატებული ურთიერთობები და არსებული პოტენციალი განიხილეს. ილია დარჩიაშვილი უკვე შეხვდა კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების არსებული დღის წესრიგი და პრიორიტეტული საკითხები. ასევე, დადებითად შეაფასეს კატარსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა. კატარის მხრიდან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.