სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

18 სექტემბერი 2022, 18:08 648 ნახვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი  სომხეთში ჩავიდა. ნენსი პელოსი სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ალენ სიმონიანს შეხვდა. სიმონიანის განცხადებით, აშშ-ის მაღალჩინოსნის ვიზიტი ქვეყნისთვის ყველაზე რთულ პერიოდში მიმდინარეობს და ეს ნაბიჯი უაღრესად დასაფასებელია. მან ამერიკულ მხარე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან თქვა, რომ  აშშ-ის კონგრესი სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის უკანონო და სასიკვდილო თავდასხმებს მკაცრად გმობს. სპიკერის განცხადებით, ამერიკული მხარე უსაფრთხოების ფაქტორს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი